დომინიკ რააბი: საქართველოში მშვიდობიან მოქალაქეებს კვლავ აკავებენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონებში

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ საქართველოში მშვიდობიან მოქალაქეებს კვლავ აკავებენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონებში გადაადგილების დროს.

„ეუთოს რეგიონის მასშტაბით ჩვენ ვხედავთ კონფლიქტებსა და ჰელსინკის პრინციპების უხეშ დარღვევებს. ამის გავლენა სტაბილურობასა და მოსახლეობაზე გამანადგურებელია. ჩვენ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მასშტაბური შეიარაღებული კონფლიქტის მოწმეები გავხდით. საქართველოში მშვიდობიან მოქალაქეებს კვლავ აკავებენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონებში გადაადგილების დროს. უკრაინაში კი რიგითმა მოქალაქეებმა საშინელი ფასი გადაიხადეს რუსეთის არაკანონიერი და აგრესიული ქმედებების გამო. ეუთო უნიკალურ როლს თამაშობს რეგიონის მასშტაბით კონფლიქტების გადაჭრაში“, – განაცხადა დომინიკ რააბმა ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

banner
წინა სტატიაში“წყლის ჭავლზე კომენტარი პოლიტიკააო, “ოცნების” პრეზენტაციაზე ყოფნა არაა პრობლემა?”
შემდეგი სტატიაბადრი ჯაფარიძე – ძალიან სასარგებლო კონსულტაციები გვქონდა