დოლიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დოლიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე საქმე სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

სამინისტროში ადასტურებენ, რომ გარდაცვლილს რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია. დოლიძის ქუჩაზე ამ დრომდე რჩებიან ექსპერტ-კრიმინალისტები და გამომძიებლები, რომლებიც მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. ასევე მიმდინარეობს მეზობლებისა და შესაძლო თვითმხილველების პირველადი გამოკითხვა.

მედიასთან გარდაცვლილის ახლობლები არ საუბრობენ.

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 42 წლის მამაკაცი მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს რამდენიმე ტყვია მას შემდეგ ესროლეს, რაც საცხოვრებელ სახლთან, ავტომობილიდან გადმოვიდა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიტრამპი მაკრონს ელაპარაკა და კანადა გააფრთხილა
შემდეგი სტატიატრაბზონში მაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა