დოლიძე: „სამხრეთ ოსეთის“ გავლით, რუსეთთან მიმავალი გზა გაიხსნის თაობაზე საქართველოს პოზიცია მაინტერესებს

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ვიქტორ დოლიძე სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის გაგიკ ბეგლარიანის განცხადებას ეხმაურება.

როგორც ჟურნალისტებს დოლიძემ განუცხადა, ის ბეგლარიანის განცხადების საპასუხოდ საქართველოს მთავრობის პოზიციით ინტერესდება.

„მაინტერესებს, სამინისტროებისგან ოფიციალური და არაოფიციალური ინფორმაცია, რის შემდეგაც შეფასებას გავაკეთებ”, – დასძენს დოლიძე.

 

ar

შეგახსენებთ, რომ სომხეთის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლის, გაგიკ ბეგლარიანის განცხადებით, რუსეთიდან სომხეთში ტვირთის გადასაზიდად საქართთველოსთან და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მისი თქმით, მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთი, რომ გზა დროებით მაინც გახდეს ხელმისაწვდომი სომხური ტვირთისთვის. გაგიკ ბეგლარიანის განცხადებით, სომხური მხარე საქართველოსთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა სომხეთის მოქალაქეებისთვის „სამხრეთ ოსეთის“ გავლით რუსეთთან მიმავალი გზა გაიხსნას. მისი ინფორმაციით, „სამხრეთ ოსეთის“ გავლით გზის გასახსნელად ანალოგიური მოლაპარაკებები რუსულ მხარესთანაც მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე მომენტში სომხეთს რუსეთთან დამაკავშირებელი სახმელეთო წვდომა არა აქვს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი აბესაძე : „ხელისუფლებამ საარჩევნო ხმების მანიპულირებისა და არჩევნების გაყალბებისთვის მზადება დაიწყო”
შემდეგი სტატიასაქართველოს რკინიგზასა და გერმანულ კომპანიას „Deutsche Bahn“ შორის მემორანდუმის ხელმოწერას დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო