დოლიძე – სააკაშვილს აქვს გადაწყვეტილი, იყოს აქტიურ პოლიტიკაში

„ქართული ოცნების“ პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამწუხაროდ, მანამდეც ბევრ საქმეზე მიგვაჩვია, რომ ჩვენ ვაწარმოებთ გამოძიებებს და ჩვენ შემდეგ იგებს ინფორმაციას, რა ხდება ქვეყანაში, – ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ეს არის ძალიან სამწუხარო დიაგნოზი სახელმწიფო ინსტიტუტების. სააკაშვილის შემთხვევაშიც კუკუ დამალობანა, დამასტუკა დაგასტუკე ჯანსაღი არ არის პოლიტიკური პროცესებისთვის და არც სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის. პირველ რიგში, ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს შსს-სგან გვაინტერესებს, რა ხდება, რა ვითარებაა. როგორ არის ეს ინდივიდუალური გამოძიებები ამ კუკუ დამალობანაში. ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი მოვალეობა არ არის, გამოვიძიოთ ვინმეს ადგილსამყოფელი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის. სანდოობა უნდა ჰქონდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ჩვენ გვქონდეს რწმენა, რაღაცას რომ იტყობიან, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტი, არიან მართლები.

ჩემი აზრით, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ განცხადებებს, სააკაშვილს აქვს გადაწყვეტილი, იყოს აქტიურ პოლიტიკაში, როგორც ჩანს, არის „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ლიდერი. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ და გავაგრძელოთ საქმიანობა. ის რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ლიდერად და ამ სიტუაციაში ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი დღის წესრიგით სიარული“, – განაცხდა ანა დოლიძემ.

https://youtu.be/9k7cnkwyvgg

banner
წინა სტატიაშინათელაშვილი – რაიმე გარდამტეხი ძვრები სააკაშვილის ჩამოსვლით არ იქნება
შემდეგი სტატიაგერმანიის ელჩი – გერმანია მომავალშიც, ახალი ფედერალური მთავრობის პირობებში, დარჩება სანდო პარტნიორი, რომელიც საქართველოს მის ევროპულ გზაზე გაუძღვება