ანა დოლიძე პრეზიდენტ მარგველაშვილს მადლობას უხდის

ანა დოლიძე პრეზიდენტ მარგველაშვილს მადლობას უხდის

დოლიდზე“მინდა დიდი მადლობა მოვახსენო საქართველოს პრეზიდენტს ამ შემოთავაზებისთვის, რომელსაც მე სიამოვნებით დავთანხმდი. ეს არის დიდი პატივი ჩემთვის. მე შევეცდები, რომ ჩემი გამოცდილება და ცოდნა მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენო ახალ თანამდებობაზე და გავხდე ამ გუნდის ნაყოფიერი წევრი.
აქედან გამომდინარე, მსურს მოგახსენოთ, რომ ვტოვებ თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოტს.
ამ დღეებში ხდება ზუსტათ ერთი წელი რაც მე დავბრუნდი საქართველოში და დავიკავე ეს თანამდებობა. ეს იყო ძალიან საინტერესო, დატვირთული და ემოციებით აღსავსე წელი, რომლის განმავლობაშიც მე და ჩემმა მეგობრებმა/თანაგუნდელებმა ბევრი საინტერესო და რეფორმატორული პროექტი განვახორციელეთ. ეს იყო უნიკალური გამოცდილება, რისთვისაც მსურს დიდი მადლობა გადაუხადო თავდაცვის მინისტრს ქალბატონ თინა ხიდაშელს და ასევე ყველა იმ ადამიანს ვისთან ერთადაც მთელი ამ დროის განმავლობაში ვმუშაობდი და ვუსურვო მათ წარმატებები.
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელვანია, რომ მაქვს საშუალება ვიყო ჩემი ქვეყნის სამსახურში. ეს მამოძრავებდა მაშინაც, როდესაც ვბრუნდები სამშობლოში მრავალწლიანი ემიგაციის შემდეგ და ეს მამოძრავებს ახლაც.
მახსენდება ჩვენი გენიალური გენერლის გიორგი კვინიტაძის სიტყვები, როდესაც ქართული კორპუსის ჩამოყალიბებისას 1917 წელს მას ბრიგადის მეთაურის თანამდებობა შესთავაზეს- იგი რასაკვირველია დათანხმდა და უპასუხა , რომ ქართულ ჯარში ბატალიონის მეთაურობისთვისაც კი მზად იყო”-წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.

banner
წინა სტატიაშირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კარასინი-აბაშიძის შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაEFTA-მ და საქართველომ, ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთეს თავისუფალი ხელშეკრულების შესახებ ხელმოწერის შედეგად