დოლიძე ისევ აიცილეს – “ზიანს აყენებს მთელს სისტემას“

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრებაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის აცილება მოსამართლე მერაბ ლომიძემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედმა წევრმა რევაზ ნადარაიამ მოითხოვეს. ნადარაია თვლის, რომ დოლიძის განცხადებები არაეთიკურია.
„ქალბატონი ანა დოლიძე მე ავიცილე მისი განცხადებიდან გამომდინარე, მან განაცხადა, რომ მოსამართლეები, რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდნენ სასამართლოში და იხილავდნენ სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ საქმეებს არ უნდა დაინიშნონ სასამართლო სისტემაში, ანუ პირდაპირ გამოთქვა აზრი ამ კონკურსანტების მიმართ და მე ვფიქრობ, ჩემს მიმართ და ამ მოსამართლეების მიმართ ის ვერ იქნებოდა მიუკერძოებელი და მან არ უნდა მიიღოს მონაწილეობა ჩემს შეფასებაში და გასაუბრებაში. მან შეურაცხყოფა მიაყენა თითოეულ მოსამართლეს მისი არაეთიკური და პოლიტიკური განცხადებები ზიანს აყენებს მთელს სისტემას“, – აცხადებს მოსამართლე რევაზ ნადარაია.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამუშაოებში კინოლოგები ჩაერთვნენ
შემდეგი სტატიაე. წ ამხანაგური გასამართლების ობიექტი გავხდი – დოლიძე