Dolce & Gabbana-ს “ინსტაგრამზე” მელანია ტრამპი ჰიტლერის ცოლს შეადარეს

მელანია ტრამპი, რომელიც ახალი წლის საღამოზე აშშ-ს ახლადარჩეულ პრეზიდენტთან ერთად გამოჩნდა და რომლის ფოტოც Dolce & Gabbana-ს ბრენდის დიზაინერმა სტეფანო გაბანამ “ინსტაგრამის” საკუთარ გვერდზე ატვირთა, ევა ბრაუნს შეადარეს.
მომხმარებლებმა მელანია ტრამპზე თქვეს, რომ მას “ისე აცვია, როგორც ევა ბრაუნს” – ევა ბრაუნი გერმანელი დიქტატორის ადოლფ ჰიტლერის ცოლი იყო.
ფოტოზე მელანიას Dolce & Gabbana-ს კაბა აცვია. გაბანამ მელანია ტრამპს “ულამაზესი” უწოდა, მის კრიტიკოსებს კი – უხეშები.

banner
წინა სტატიაშიასზე მეტი ადამიანი დაშავდა აშშ-ში მაატრებლის რელსებიდან გადასვლის გამო
შემდეგი სტატიასტამბოლის ტერაქტში სავარაუდო ეჭვმიტანილებს შორის რუსეთის მოქალაქეებიც არიან