Dolce & Gabbana ქალბატონებს მოდურ ხიჯაბს აცმევს

Dolce & Gabbana ქალბატონებს მოდურ ხიჯაბს აცმევსიტალიური მოდის სახლი Dolce & Gabbana მუსლიმი ქალბატონებისვის ხიჯაბს და აბაიას ქმნის.

Dolce & Gabbana-ს მარკის ტანსაცმელი, ტრადიციულად პოპულარულია ახლო აღმოსავლეთის არაბული ქვეყნებისთვის. დომენიკო დოლჩესა და სტაფანო გაბანას სტილი რელიგიური ტრადიციების ქალბატონებისთვის ისევ საინტერესო რჩება.

სახლის მიერ გამოშვებული ახალი ხიჯაბი და აბაია გაწყობილია აპლიკაციებით, ნახევრადძვირფასი ქვებით, ორნამენტებით, ნაქარგებით.

კოლექციის ანონსმა ევროპელ ფემინისტებში პროტესტი გამოიწვია – მათი აზრით, Dolce & Gabbana-ს ახალი კოლექცია ქალების დამონების “იდეოლოგიური თანხმობაა”.

ხიჯაბი (არაბულიდან – საფარი) მუსლიმი ქალების ტრადიციული ტანსაცმელია. დასავლურ ტრადიციებში ტერმინი მხოლოდ თავსაფარს გულისხმობს, რომელიც კისერს და თმებს სრულად ფარავს. ხიჯაბის ტარება შარიათის ერთ-ერთი მოთხოვნაა. აბაია ქალების გრძელი და ფართო კაბაა, ქამრის გარეშე, გრძელი მკლავებით, რომელიც ასევე შარიათის წესების მიხედვით არის განსაზღვრული (შარიათი მუსლიმების რელიგიური, იურიდიული და ყოფითი წესებია, რომელიც ყურანის მიხედვით არის შექმნილი).
იტალიის მოდის სახლი Dolce & Gabbana 1985 წელს დაარსდა. მათი პირველი ბუტიკი 1986 წელს გაიხსნა მილანში. მარკა უშვებს ტანსაცმელს, აქსესუარებს, პარფიუმერიას და კოსმეტიკას.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა მედიის შესახებ კანონს, რომელმაც ევროკავშირის აღშფოთება გამოიწვია
შემდეგი სტატიაკატები, რომლებიც ჰიტლერის ულვაშებით იბადებიან