ბანკებში შენახული მილიონი დოლარი და ღარიბაშვილი ღარიბაშვილის წინააღმდეგ!!!

ბანკებში შენახული მილიონი დოლარი და ღარიბაშვილი ღარიბაშვილის წინააღმდეგ!!!

გინდ პლასტელინა ვეძახოთ და გინდ ხათრა-გიორგა, ფაქტია - საქართველოს პრეზიდენტს დოლარში ფული არა აქვს შენახული, არც ერთი ბანკის არც ერთ ანგარიშზე. ყოველშემთხვევაში, დეკლარაციაში ასეა მითითებული.საქმე ისაა, რომ ლარი „გარბის“, „გამორბის“ თუ „ერთ ადგილს ტკეპნის“, უბრალო მოკვდავთ მაინც ვერა და ვერ მოახერხეს ბანკირის დაქირავება. უბრალო მოკვდავს პროდუქციის ფასების მიხედვით უხარია ან წყინს, აპროტესტებს ან ჩუმადაა. უბრალო მოკვდავი ლარის კურსს ბანკში „გამოფენილ“ წითლად აღაჟღაჟებულ ტაბლოსაა მიჩერებული და შიგადაშიგ მთავრობის წარმომადგენლების განცხადებებზე რეაგირებს…
ასეთია, უბრალო მოკვდავის ბედი!…
ლარი „გარბის“ ან „გამორბის, მთვარობის გადაწყვეტილება შესაბამისად „ქამრებს მოუჭირონ“ უსაქმო სიტყვად რჩება – პრემიები და დანამატები ისევ გაიცემა, ვიღაცა ისევ ქეიფობს ბიუჯეტის ხარჯზე, ვიღაცა საზღვარგარეთ ისევ დადის მოლაპარაკებებზე, თუმცა შედეგი არა ჩანს და ვიღაცა ისევ წუწუნებს. ხალხი კი გმინავს, სულს ღაფავს! არ არის სამუშაო, არის მიწა და მიწის დამმუშავებელი ცოტა…
ასეთია უბრალო და ბრალიანი მოკვდავის ბედი!…
ვერაფერს ვიზამთ, მითუმეტეს, რომ თურმე ყველაფერში დამნაშავეა „ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟი“… მოკლედ, „ზემოთ“ ქამრები ვერ შემოიჭირეს, „ქვემოთ“ ბანკირი ვერ დაიქირავეს, სულ „ზემოთ“, „ვერხუშკაში“ კი ემოციებზე ალაპარაკდნენ. ცოტა უფრო ადრე კი ეკონომიკაში „გარღვევა“ ჟურნალისტების ბრალი იყო.
ჟურნალისტები ცალკე თემაა და ვინ რა დოზით სცოდავს ესეც ამ წერილის თემა არაა, მაგრამ ჯერ კიდევ 2014 წლის თებერვალში „ვერხუშკა“ ჟურნალისტის კითხვას რა ბედი ელის ქართულ ეკონომიკას, ასე პასუხობდა (ციტატა პრესკონფერენციიდან):

გინდ პლასტელინა ვეძახოთ და გინდ ხათრა-გიორგა, ფაქტია - საქართველოს პრეზიდენტს დოლარში ფული არა აქვს შენახული, არც ერთი ბანკის არც ერთ ანგარიშზე. ყოველშემთხვევაში, დეკლარაციაში ასეა მითითებული.
„ჩემი ერთ-ერთი იდეა, „მოქალაქის“ დაფუძნების, გახლავთ ის, რომ კვალიფიკაციის ამაღლება, მარტო… ჟურნალისტებმა შეურაცხყოფად არ მიიღოთ, მაგრამ ეს ყველას სჭირდება, ამაში არც მედია არაა გამონაკლისი. ჩემთვის ყველაზე თვალში საცემია, რაც მე ჟურნალისტებს ვხვდები, ზუსტად ეკონომიკის დაბალი ცოდნა ჟურნალისტების მხრიდან, ვინც სვამენ კითხვებს. ინფლაცია მე…
ევრონიუსი… ქართულადაც ხომ ევრონიუსია? ძალიან მერიდება რომ არ ვიხმარო უცხო სიტყვები… ხშირად გამომდის… ყველა დილით ვუყურებ, ამ დილით იყო… ამერიკის ბანკის ძირითადი ფინანსისტი იყო… და ის ამბობდა რომ გარკვეულწილად ისევ არ დაჩქარდება პროცესი, ის დახმარებები, რაც სახელმწიფოს მხრიდან იყო ბოლო დროს ამერიკის ეკონომიკაში… სწრაფად არ მოხდება თანხების ამოღება ეკონომიკიდან და ინფლაციის წახალისებაც იგეგმებოდა. ინფლაციის წახალისება, შემთხვევით არ შეგახსენეთ, აი, ამ დილით „ევრონიუსი“ ბრუნავს და გაიმეორებს, კიდევ შეგიძლიათ ნახოთ. ზომიერი ინფლაცია გარკვეულ ეტაპზე ახალისებს კიდეც ეკონომიკას და გეგმაზომიერად გეგმავენ სახელმწიფოები და ეს ნორმალურია. არავითარი ინფლაცია და არავითარი ვარდნა განსაკუთრებული, რომელიც შოკისმომგვრელი შეიძლება იყოს და ესეთი დამოკიდებულება გამოიწვიოს თქვენი მხრიდან. დღეს საქართველოში არ არის… ეს რაც ხდება, ესეთი მერყეობა ლარის კურსისთვის, ნორმის ფარგლებშია, ნორმალურია, ზომიერი ინფლაციაა. ჯერ ინფლაციაზე საუბარი ზედმეტია, რამეთუ შეიძლება გასწორდეს ელემენტარულად. ესეც რაღაც ეტაპზე კარგი დოზით ეკონომიკის გააქტიურებას უწყობს ხელს. ეს არ არის საფრთხობელა“…
მიუხედავად იმისა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა რომ „ეს არ იყო საფრთხობელა“ ჟურნალისტმა მას კითხვა შეუბრუნა:
_ ანუ შესაძლოა ხელისუფლებამ შეუწყოს ხელი?
ამ კითხვას ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ასე უპასუხა:
„შესაძლოა, ამ შემთხვევაში მე ანალიზი არ გამიკეთებია… შესაძლოა რომ ზედმეტი ფული შეუძლია ცენტრალურ ბანკს, ეროვნულ ბანკს მეტი ფული შემოიტანოს ბრუნვაში და ეს მოქმედებდეს და კიდევ სხვა მომენტებით უნდა მოქმედებდნენ ვთქვათ ლარის კურსის ვარდნაში. არ არის გამორიცხული რომ ხელოვნურადაც მათ რიცხვში შეუწყვეს ხელი, მაგრამ ეს არის ზომის ფარგლებში. არაფერი არ ხდება არაზომიერი რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თქვენი განგაში“.
თქვენ კი წაიკითხეთ ახლა პოზიცია, მაგრამ მე არ ვიცი რა გაიგეთ. პირადად მე, ვერაფერი გავიგე, გარდა იმისა რომ თურმე შეიძლება ხელოვნურადაც ხდებოდეს ინფლაცია და ის, რომ ეს სავსებით ნორმალურია. სწორედ ასე გაიგო მოქმედმა პრემიერ მინისტრმაც და ივანიშვილის პრესკონფერენციიდან ცოტა ხანში განაცხადა რომ ინფლაცია წინასწარი გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა.
ეს ითქვა იმ დროს, როცა ლარის კურსი 1,70 იყო. ეს კი 2015 წლის იანვარის არქივიდანაა: „ლარის კურსი საზოგადოებას არავითარ ტვირთად არ აწევს, – ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. მისი თქმით , ლარის კურსთან დაკავშირებით არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, გარდა კარგისა“. ცოტა მოგვიანებით კი (ამონარიდი ერთ-ერთ საიტზე გამოქვეყნებული სტატიიდან, არქივი): „ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანა ეროვნული ვალუტის “კრიზისამდე” ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნულმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ მიიყვანა და მოუწოდებს მას, რომ ლარის სტაბილიზაციისათვის „ადეკვატური ნაბიჯები“ გადადგას. „ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი ბერკეტი, რომ უზრუნველყოს მცურავი კურსის პირობებში ეროვნული ვალუტის დასტაბილურება. ყველა ობიექტური ფაქტორის გათვალისწინებით, დღეს ლარის გაცვლითი კურსი არ უნდა აღემატებოდეს 2.0 ლარს და მოვუწოდებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეასრულოს კონსტიტუციური მოვალეობა და გადადგას ადეკვატური ნაბიჯები“, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის წერილობით განცხადებაში, რომელიც 26 თებერვალს გავრცელდა. „მიმაჩნია, და ეს მოსაზრება სრულად შეესაბამება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების პოზიციას, რომ საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი, რაც ეკონომიკისათვის ყველაზე ოპტიმალური რეჟიმია. შესაბამისად, კურსის ცვლილება ხდებოდა ხან ერთი და ხან მეორე მიმართულებით, გაუფასურებას მოჰყვებოდა გამყარება და პირიქით. ლარის კურსის მერყეობა ჯდებოდა სტაბილური ვალუტებისათვის დამახასიათებელი მერყეობის პარამეტრებში და ეს იყო ჯანსაღი რეაქცია საგარეო ეკონომიკური გარემოებების ცვლილებაზე“, – აცხადებს ივანიშვილი.მისი თქმით, მთავრობამ საგარეო ფაქტორების უარყოფითი ზემოქმედების შემსუბუქების მიზნით ბიუჯეტის დეფიციტი 300 მლნ ლარით შეამცირა და 2014 წელს არსებული 3.9%-იდან 2.9%-მდე დაწია 2015 წლისთვის. შედეგად, მისივე თქმით, გასული წლის ბოლოსა და 2015 წლის იანვარში ლარის გაცვლითი კურსი „მეტ-ნაკლებად ადეკვატურ ნიშნულზე“ დასტაბილურდა. „ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები კი აშკარად ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს ქვეყანაში შექმნილ არასწორ მოლოდინებთან, სპეკულაციურ გარიგებებთან და აჟიოტაჟთან, რომლის შექმნასაც დიდი მონდომებით ცდილობენ ნაციონალური მოძრაობის წევრები და მათი “ექსპერტები”, რომლებიც ყოველგვარი ანალიზისა და დასაბუთების გარეშე ხელს იშვერენ მთავრობისკენ, მაშინ როდესაც ფულად-საკრედიტო პოლიტიკას ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს ეროვნული ბანკი. სწორედ ეროვნული ბანკის კომპეტენცია და პირდაპირი მოვალეობა იყო სიტუაციის სწორად მართვა, რათა საქმე არ მისულიყო არაადეკვატურ განვითარებამდე. ჩვენ კი დავინახეთ საწინააღმდეგო, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნულმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ თავისი უმოქმედობითა და არასწორი ქმედებებით მიგვიყვანა ეროვნული ვალუტის კრიზისამდე, – აცხადებს ივანიშვილი, – მაშინ, როცა რეგიონის სხვა ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა თავიანთი რეზერვების „მნიშნელოვანი ნაწილი გაიღეს“ (სომხეთი – 34%, მოლდოვა – 30%) ვალუტის კურსის ნახტომისებური ცვლილების თავიდან აცილების მიზნით და ამით, მათი „ვალუტების სტაბილურობის ტენდენცია“ უზრუნველყვეს, ივანიშვილის თქმით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ოფიციალური რეზერვების მხოლოდ 5%-მდე (120 მლნ დოლარი) დახარჯა, რაც შედეგს ვერ გამოიღებდა და ვერც გამოიღო“.
საკმაოდ შთამბეჭდავი „ანალიზია“, ვერაფერს ვიტყვით, მითუმეტეს, როცა ჟურნალისტებმა არც კი ვიცით როდის რა კითხვა დავსვათ და საერთოდ ეკონომიკა ბაზარში სიარული გვგონია….

გინდ პლასტელინა ვეძახოთ და გინდ ხათრა-გიორგა, ფაქტია - საქართველოს პრეზიდენტს დოლარში ფული არა აქვს შენახული, არც ერთი ბანკის არც ერთ ანგარიშზე. ყოველშემთხვევაში, დეკლარაციაში ასეა მითითებული.
ლარი კატასტროფული სისწრაფით ეცემა და ამ დროს: „ეროვნული ვალუტის ბოლო დროინდელი გაუფასურება იმ „აჟიოტაჟის“ შედეგია, რომელსაც „უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებისა და ექსპერტების“ განცხადებები იწვევს ლარის კიდევ უფრო მეტად გაუფასურების მოლოდინების შესახებ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამავე მთავრობის სხდომაზე „ეკონომიკური გარე შოკებზე“ ისაუბრა, რამაც „მცირე შოკუნიები“ დამართა ლარის კურსს: „ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ის ბაზრის მოთამაშეები, ვინც აჟიოტაჟურ ქცევებში ჩაერთვებიან და მიიღებენ სპეკულაციურ ტრანზაქციებში მონაწილეობას, ეს იქნება დროებითი და აუცილებლად წაგებულნი დარჩებიან, საბოლოო ჯამში“. მთავრობის მეთაურმა კი „დაასკვნა“: „ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აქ სახეზე გვაქვს აბსოლუტურად გამოკვეთილი სპეკულაცია და აჟიოტაჟი, ეს არის ემოციური, ფსიქოლოგიური ფაქტორი. მე მინდა მოსახლეობას მივმართო, რომ ამ ფსიქოლოგიურ, ემოციურ აჟიოტაჟს არ აყვნენ. მთავარია ჩვენ სიმშვიდე შევინარჩუნოთ. ჩვენს მაკროეკონომიკაში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება… შესაბამისად, არავითარი ფუნდამენტალური პრობლემები ამ ეტაპზე არ გვაქვს. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, დავასკვნათ, რომ ეს არის აბსოლუტურად გამოკვეთილი აჟიოტაჟი და ემოციური ნაწილი, რომელიც უნდა მოიხსნას – ეს მოიხსნება აუცილებლად, ადრე თუ გვიან. ჩვენი ვარაუდით და ასევე მე ვიცი, რომ ეროვნული ბანკის ვარაუდიც ასეთივე არის, ეს მალე გადაივლის“ და თუ სულ რაღაც რამდენიმე თვით ადრე ყველაფერში დამნაშავე ქადაგიძე იყო, უცებ ამავე სხდომაზე გაირკვა, რომ თურმე მთავრობა მზადაა ითანამშრომლოს ქადაგიძესთან.
პოლიტიკა ბინძური საქმეა, მაგრამ ასეც არ შეიძლება. ჯერ იყო და ივანიშვილმა თქვა, მთხოვეს და ქადაგიძეს ვერ (ან არ) ვეხებიო, რითაც აღიარა რომ „გაკვრით“ მაინც ერევა „რაღაც საქმეებში“, უფრო ადრე იძახდა დასაჭერიაო და უცებ „მზად ვართ ვითანამშრომლოთო“ გამოაცხადა ღარიბაშვილმა. რად უნდა ბანკირის დაქირავება და „მოქალაქეში“ კვალიფიკაციის ამაღლება ამ შემთხვევას? უნდა? არ უნდა!

გინდ პლასტელინა ვეძახოთ და გინდ ხათრა-გიორგა, ფაქტია - საქართველოს პრეზიდენტს დოლარში ფული არა აქვს შენახული, არც ერთი ბანკის არც ერთ ანგარიშზე. ყოველშემთხვევაში, დეკლარაციაში ასეა მითითებული.
მოკლედ, ქამრები ვერ შემოიჭირეს, ქადაგიძეს ბუზი ვერ აუფრინეს, ჟურნალისტებს კითხვების დასმა ვერ ასწავლეს, ლარი კი გარბის და გარბის, ამიტომ უცებ მოიძებნა „გამოსავალი“. პრემიერ მინისტრმა გამოაცხადა:”… მოქალაქეები, ინვესტორები და ბიზნესმენებიც დოლარს ინახავენ, რაც განაპირობებს იმას, რომ ლარის გამყარება არ ხდება ამ პერიოდში”….
ახლა ვნახოთ რამდენად გულწრფელია მთავრობის მეთაური და რამდენად სწუხს მავანნი ლარს კი არა დოლარს რომ ინახავს „მუთაქაში“. დეკლარაციების მიხედვით: პრემიერი ბანკში ინახავს 4987.94 დოლარს და 4371.44 ევროს. თანხა დიდი არაა, მაგრამ როცა ამბობ, რომ ვიღაცა დოლარს ინახავს და ამიტომ დაეცა ლარიო, ვალდებული ხარ რაც გაქვს უცხოურ ვალუტაში ეროვნულში გადაიყვანო.
შემდეგი: დეკლარაციის მიხედვით შს მინისტრს გოგა მღებრიშვილს ივლისის თვეში შეუნახავს 10 ათასი დოლარი ბანკში. ეს თანხა მართალია მღებრიშვილის ცოლს აქვს გადანახული, მაგრამ ცოტა უხერხული კია, ქმრის უფროსი აცხადებდეს გაალარეთ დოლარიო და ამ დროს დოლარს „აქუჩებდე“.
შემდეგი: ივლისის მონაცემებით, საქართველოს მთავარი პროკურორის დედას, დალილა გეგეჭკორს, დეკლარაციის მიხედვით ბანკში აქვს 6451.00 USD…
შემდეგი: საგარეო საქმეთა მინისტრს და მის მეუღლეს დეკლარაციის მიხედვით აქვთ: თამარ ბერუჩაშვილი ,,თი–ბი–სი ბანკი ანაბარი 36345.00 USD კრედიტი(+), აიუ კრედიტ უნიონი, ინდიანა, აშშ მიმდინარე 600.00 USD; ,,პროკრედიტ ბანკი ანაბარი 30000.00 USD კრედიტი(+); ,,საქართველოს ბანკი ანაბარი 41452.00 USD კრედიტი(+); რემა ღვამიჩავა ბი-თი-ეი ბანკი დეპოზიტი 70000.00 USD კრედიტი(+)
პარლამენტის თავმჯდომარის დეკლარაციის მიხედვით:
დავით უსუფაშვილი ,,თი–ბი–სი ბანკი მიმდინარე 19047.16 GEL კრედიტი(+)
დავით უსუფაშვილი ,,თი–ბი–სი ბანკი მიმდინარე 30147.78 USD კრედიტი(+)
დავით უსუფაშვილი ,,თი–ბი–სი ბანკი ბარათი 18035.00 USD კრედიტი(+)
თინათინ ხიდაშელი ,,თი–ბი–სი ბანკი მიმდინარე 115462.10 GEL კრედიტი(+)
ზიზილა ურგებაძე ლიბერთი ბანკი საპენსიო 800.00 GEL კრედიტი(+)
თინათინ ხიდაშელი ქართუ ბანკი სახელფასო 169.00 GEL კრედიტი(+)
თინათინ ხიდაშელი თი–ბი–სი ბანკი მიმდინარე 14885.00 EUR კრედიტი(+)
ალექსანდრე უსუფაშვილი თი–ბი–სი ბანკი ანაბარი 16800.00 USD კრედიტი(+)
გრიგოლ უსუფაშვილი თი–ბი–სი ბანკი ანაბარი 11200.00 USD კრედიტი.
სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ დანელიას აქვს საბავშო ანაბარი 5944.61 USD კრედიტი(+), სახლში ინახავს 45 000, ბანკში 45000.00 USD…
ქვეყნის მთავარი ფინანსისტი, ნოდარ ხადური, დეკლარაციის მიხედვით, თი–ბი–სი ბანკის დეპოზიტზე ინახავს 21200.00 USD.
გუბაზ სანიკიძის ცოლს, ირმა სანიკიძეს, აქვს: თი–ბი–სი ბანკი ანაბარი 25000.00 USD კრედიტი(+).
მოკლედ, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ ფაქტი სახეზეა: ღარიბაშვილი ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს, მესამეს კი იმის მიხედვით მოიმოქმედებს რას ეტყვიან „ვერხუშკიდან“.
და რა გამოდის? ღარიბაშვილი ღარიბაშვილის წინააღმდეგ? დიახ, ასეა და ძალიან ცუდია, რომ ეს ასეა. უფრო ცუდია, რომ მთავრობის მეთაურს არავინ უჯერებს და ეროვნულ ვალუტაში არ ინახავენ ფულს, არ ახურდავებენ დოლარსა და ევროს, იენსა თუ ფუნტს. არადა, ამ გაჭირვებულ, თითქმის დაქცეულ ქვეყანაში ფულის შენახვაც გმირობაა, უბრალოდ ისაა რომ ჩვენ, რიგით მოკვდავებს ამის გაგება არ შეგვიძლია, ბანკირების დაუქირავებლობისა გამო…

გიორგი მარგველაშვილი
გინდ პლასტელინა ვეძახოთ და გინდ ხათრა-გიორგა, ფაქტია – საქართველოს პრეზიდენტს დოლარში ფული არა აქვს შენახული, არცერთი ბანკის არცერთ ანგარიშზე. ყოველშემთხვევაში, დეკლარაციაში ასეა მითითებული.

დაბოლოს, ამ ჩამონათვალში სპეციალურად არ შევიყვანეთ ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც დეკლარაციის მიხედვით იმდენად მიზერული თანხა აქვს ლარებში, ცოდვით დაიწვებით. რა საინტერესოა, რატომ არ ითვალისწინებს მისი საყვარელი მოსწავლისა და პროტეჟეს მოსაზრებას ივანიშვილი და რატომ არ გადაჰყავს ეროვნულ ვალუტაში თუნდაც ერთი მილიონი დოლარი და ერთი მილიონი ევრო?…

banner
წინა სტატიაშიწელს უმაღლეს სასწავლებლებში 28 053 სტუდენტი ისწავლის
შემდეგი სტატიაგიორგი უკლება: ლარის დასტაბილურება მხოლოდ ხელფასებისა და პენსიების გაყინვით შეიძლება