დოკუმენტში წერია, რომ საარჩევნო სისტემის შერჩევა ხელისუფლების გადასაწყვეტია – როგორ კითხულობს “ოცნება” ეუთო/ოდირის დასკვნას

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ეუთო-ოდირის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორისგან განსხვავებულად კითხულობს.
კობახიძე შეეცადა მედია დაერწმუნებინა, რომ ორგანიზაცია ხელისუფლების პოზიციას იზიარებს.

„ოპოზიციამ მიიღო პასუხი ოდირისგან იმის თაობაზე, რომ კანონპროექტის კონსტიტუციურობის დადგენა არ არის ოდირის პრეროგატივა. ოდირი ვერ შეაფასებს კონსტიტუციურობას, ეს არის მთავარი დასკვნა, რაც ჩანს დოკუმენტში. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ოპოზიციას არაკომპეტენტურობა ორი მიმართულებით. ერთი – ისინი ამტკიცებდნენ, რომ გერმანული მოდელი არის შესაბამისობაში კონსტიტუციიასთან და მეორე – მათ ისიც კი არ იციან ვისთან უნდა გადაემოწმებინათ. ამით ოპოზიციამ უხერხულობაში ჩააგდო სახალხო დამცველიც, როდესაც ეს პროექტი გააგზავნინა. ამაზე ოდირმა როგორც პატარა ბავშვს მიანიშნა. მოვისმინეთ ოპოზიციის მხრიდან მრავალი ტყუილი. ორი მესიჯი იკვეთება ოდირის დასკვნიდან: ერთი – საარჩევნო სისტემის შერჩევა ხელისუფლების გადასაწყვეტია, ასევე ორივე სისტემა როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული არის ლეგიტიმური. გარდა ამისა, ითქვა, რომ საარჩევნო წლის პერიოდში საარჩევნო სისტემა არ უნდა იცვლებოდეს. ოპოზია უნდა დაგვთანხმდეს შემოთავაზება, ვგულისხმობ 100-/50-ზე, წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნები ჩატარდე ძველი სისტემით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიეუთოდან ვერ გვეტყვიან რომელი სისტემა ჯობს, ეუთო მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება პარტიებს შორის ფართო ჩართულობის შესაბამისად უნდა იყოს მიღებული
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : ჩვენი მთავრობის ყურადღების ცენტრში 2012 წლიდან გახლდათ ადამიანის უფლებები და სწორედ 2013 წელს, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, დაიწყო ადამიანის უფლებების გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობა