დოკუმენტით რას ეუბნებით ზაზა სარალიძეს, ვინ მოკლა მისი შვილი?

„რა პასუხს სცემთ თქვენ დღევანდელი დოკუმენტით ზაზა სარალიძეს – ანუ რას ეუბნებით ზაზა სარალიძეს, ვინ მოკლა მისი შვილი?“ – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს, ანრი ოხანაშვილს საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებულ დოკუმენტთან დაკავშირებით.

სამადაშვილის შეფასებით, პარლამენტში ამ საკითხზე პოლიტიკური დებატების დრო არ არის, რადგან ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შვილმოკლული მამა, ზაზა სარალიძე და საზოგადოება კითხვებზე პასუხს ითხოვს.

„აქ ძვირფასო კოლეგებო, არც პოლიტიკური დებატების დროა, არც პროფესიონალური ცოდნით კეკლუცობის დროა, რადგან პასუხს ელოდება ჩვენგან ზაზა სარალიძეც და საზოგადოებას. ჩემი შეკითხვა, ბატონო ანრი, რა თქმა უნდა, არ ვარ ისეთი მაღალი კვალიფიკაციის იურისტი, როგორც თქვენ, საერთოდ არ ვარ იურისტი, მაგრამა არის ძალიან მარტივი შეკითხვა, რა პასუხს სცემთ თქვენ დღევანდელი დოკუმენტით ზაზა სარალიძეს – ანუ რას ეუბნებით ზაზა სარალიძეს, ვინ მოკლა მისი შვილი? კომისიამ ვერ დაადგინა, ვინ მოკლა მისი შვილი, ვერ დაადგინა, რატომ ვერ დადგინდა, ვინ მოკლა მისი შვილი? თქვენ ახლა ავალებთ იგივე ხალხს, ვინც უკვე გამოიძია ეს საქმე, ხელმეორედ გამოიძიეთ ეს საქმე და დაადგინეთ, ვინ მოკლა ზაზა სარალიძის შვილიო. სწორად მესმის იმ დოკუმენტის სულისკვეთება, რომელიც თქვენ დღეს წარმოადგინეთ?“- მიმართა სალომე სამადაშვილმა ანრი ოხანაშვილს.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის ხმაურიანი საპარლამენტო განხილვის შემდეგ საკანონმდებლო ორგანომ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ დადგენილებას კენჭი უნდა უყაროს. „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ დასკვნას კი პარლამენტი ცნობად მიიღებს.

banner
წინა სტატიაშინატო ჩხეიძე არ გამორიცხავს, რომ “ომეგა ჯგუფზე” განხორციელებული ზეწოლის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა პიანისტი ელისო ბოლქვაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა