“დოკუმენტის დარღვევით მოსამართლეების დანიშვნა ჩვენი პარტნიორების მიერ აღქმულია როგორც სილა, რომელიც მათ „ქართულმა ოცნებამ“ უთავაზა”

შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევით მოსამართლეების დანიშვნა ჩვენი პარტნიორების მიერ აღქმულია როგორც სილა, რომელიც მათ „ქართულმა ოცნებამ“ უთავაზა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, ასევე სახელმწიფო მდივნისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებებთან დაკავშირებით.

„შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევით მოსამართლეების დანიშვნა იყო პირდაპირი სილა, რომელიც ასე იყო აღქმული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ, სილა, რომელიც მათ უთავაზა „ქართულმა ოცნებამ“. ცხადია, ეს არ დარჩება შესაბამისი პასუხის გარეშე. მიშელის დოკუმენტის შესრულება გახდა ის საზომი, რომლითაც გაიზომება ყველაფერი, რასაც „ქართული ოცნება“ გააკეთებს უახლოეს მომავალში. ამ დოკუმენტის დარღვევას ექნება ძალიან სერიოზული შედეგები. ფაქტობრივად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გაფრთხილება დახმარების შეჩერებაზე ევროკომისიიდან მიღებული აქვს „ქართულ ოცნებას“. შესაძლო სანქციების შესახებ გაფრთხილება მიღებული აქვს ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან. დასავლეთის ამაზე უფრო მწვავე რეაგირება „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებულ პოლიტიკაზე, გასული ცხრა წლის განმავლობაში არ მახსენდება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიქადაგიშვილი: დღევანდელი ხელისუფლება მაღალი, ევროპული სტანდარტით მუშაობს
შემდეგი სტატია“ალტ-ინფოს” დამფუძნებელი ზურაბ მახარაძე, პოლიციის განყოფილებიდან გამოუშვეს