დღეს, თბილისში, აქტივისტები შეიკრიბნენ და მადლობა გადაუხადეს BBC-ს საგამოძიებო სიუჟეტისთვის.
ცნობისთვის, გასულ წელს მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის დროს „ქართული ოცნების“ მიერ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერების გამოყენება, სწორედ, BBC-მ 1 დეკემბერს ეთერში გასული სიუჟეტიდან გამოავლინა.
დღეს, საქართველოში შეუფერხებელი საპროტესტო აქციების 370-ე დღეა.






















