“დოკუმენტი რომელიც ვენეციის კომისიაში გაიგზავნება, იქნება არა კონსტიტუცია, არამედ ოცნების წესდება”- კუკავა

kukava

პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერის კახა კუკავას თქმით, დღეს პრეზიდენტთან დაგეგმილი შეხვედრა, რომელშიც თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია და არასამთავრობო სექტორი მონაწილეობს, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ დოკუმენტი, რომელიც მმართველმა გუნდმა შეიმუშავა და რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს უწოდებს, არ წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეებთან შეთანხმებულ დოკუმენტს, არამედ არის „ქართული ოცნების წესდება“:
„როგორც ირაკლი კობახიძემ ყავაზე იმკითხავა, პრეზიდენტი დღეს ნამდვილად შეხვდება პოლიტიკურ პარტიებს და ეს იქნება დემონსტრირება პირველ რიგში ვენეციის კომისიისთვის და საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის, რომ საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილ პროექტს ემიჯნება მთელი ქართველი ერი, დაწყებული პრეზიდენტით, აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური პარტიით და არასამთავრობო ორგანიზაციით, ყველა კონსტიტუციონალისტის და ექსპერტის ჩათვლით. ერთადერთი ვინც ამ პროცესში მონაწილეობს ესაა მმართველი პარტია, აქედან გამომდინარე, დოკუმენტი რომელიც ვენეციის კომისიაში გაიგზავნება არ იქნება საქართველოს კონსტიტუცია, ეს იქნება ოცნების წესდება რომელსაც ლეგიტიმაცია არ ექნება“- განაცხადა კახა კუკავამ.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო სექტორი და ექსპერტთა წრის წარმომადგენლები დღეს პრეზიდენტთან შეხვედრას მართავენ, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის მთავარი საკითხი საკონსტიტუციო რეფორმაა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა ხატია დეკანოიძეს საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნა
შემდეგი სტატიაუჩა ნანუაშვილი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს