“დოიჩე ველე” – რას ნიშნავს საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმება

დღეს ძალაში შევიდა ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შესახებ – “დოიჩე ველე” წერს. მართალია, რეჟიმი უვიზოა, მაგრამ არა პირობის გარეშე. ქართველებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ პირობებსა და მოთხოვნებზე, რომლებიც მათ უნდა შეასრულონ, რომ ევროკავშირში უვიზოდ შესვლის უფლებით ისარგებლონ საეჩოებისა და საკონსულოების გარეშე – წერს გამოცემა.

საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში სამოგზაუროდ ვიზები არ სჭირდებათ, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გამოკლებით. უვიზო რეჟიმი, ასევე ვრცელდება ქვეყნებზე, რომლებიც ევროკავშირის წევრი არ არიან – ისლანდიაზე, ლიხტენშტეინზე, ნორვეგიასა და შვეიცარიაზე.
პირველ ყოვლისა, რეჟიმით სარგებლობისთვის აუცილებელია ბიომეტრიული პასპორტი. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ შენგენის ზონაში უვიზოდ ყოფნა შესაძლებელია 180 დღიდან 90 დღის განმავლობაში, ამასთანავე, ეს პერიოდი მოძრავია და არა ფიქსირებული, ამიტომ მოგზაურობის თარიღი სწორად უნდა გააკონტროლოთ თუკი არის იმის რისკი, რომ 90 დღეს გადაამეტებთ. ამ წესის დარღვევამ, შესაძლებელია შენგენის საინფორმაციო სისტემაში შქვენი მონაცემების შეტანა და ევროკავშირში შესვლის აკრძალვა გამოიწვიოს.

უვიზო რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებში დასაქმებას არ გულისხმობს – ამისათვის ცალკე მუშაობის უფლება უნდა მოიპოვოთ. უფრო მეტიც, ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებს ვიზა ყველა ვარიანტში დასჭირდებათ, თუკი სამ თვეზე მეტ ხანს აპირებენ მუშაობას.
რაც შეეხება სწავლას, თუკი საუბარია 90 დღიან კურსებზე, შეასძლებელია ვიზის გაფორმებისა და სპეციალური თანხმობის გარეშე გახვიდეთ. მაგრამ თუკი სწავლის ვადა სამ თვეს ამეტებს, გარკვეული დოკუმენტები დაგჭირდებათ და ასეთ დროს უკეთესია იმ ქვეყნის საელჩოს ან საკონსულოს მიმართოთ, სადაც სწავლას აპირებთ – ყველა ქვეყანას თავისი წესები აქვთ.

შენგენის ზონის გადაკვეთისას, საქართველოს მოქალაქეებს, პრაქტიკულად, ყველა ის დოკუმენტი დასჭირდება, რაც ვიზის მისაღებად არის საჭირო. შესაძლებელია, მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტიც იყოს საკმარისი, მაგრამ საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ დაადასტურონ მოგზაურობის მიზეზი და პირობები, მოგთხოვონ საკმარისი თანხის არსებობა ევროკავშირის ტერიტორიაზე ყოფნისთვის.
კერძოდ, გადახდისუნარიანობის დასადასტურებლად, შესაძლებელია საგზაო ბილეთები დაგჭირდეთ, საცხოვრებელი ადგილის დაჯავშნა, ქეში ფული და საკრედიტო ბარათი, სადაც შესაძლებელია მინიმალური ლიმიტი შეამოწმონ. აუცილებელი თანხა, რომელიც უნდა გქონდეთ, დამოკიდებულია ვიზიტის ხანგრძლივობასა და ქვეყანაზე, ის შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს, მაგალითად, ლატვიაში ერთ ადამიანზე დღეში მხოლოდ 14 ევროა საჭირო, ესტონეთში კი – 94 ევრო დღეში.

თუკი ნათესავებს ან ნაცნობებს უნდა ესტუმროთ, უნდა გქონდეთ მოწვევა და მომწვევის შესახებ ინფორმაცია – მისამართთი და ტელეფონის ნომერი. შესაბამისად, თუკი მიზანი საქმიან ან სამეცნიერო კონფერენციაზე დასწრებაა, სასურველია მასზე მოწვევაც თან გქონდეთ. თუკი მოგზაურობის მიზანი სწავლაა – შესაძლებელია სასწავლო დაწესებულებიდან დამამტკიცებელი საბუთი დაგჭირდეთ.

სამოგზაურო დაზღვევა არ არის აუცილებელი, მაგრამ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურები მისი გაფორმების რეკომენდაციას იძლევიან. იგივე ეხება უკან დასაბრუნებელ ბილეთს.

ცხადია, საქართველოს მოქალაქეებს სამოგზაუროდ არა ერთი დოკუმენტის წაღება მოუწევთ, მაგრამ მათ ამისათვის საკონსულოებში წასვლა, თანხის გადახდა და მისი გაფორმება არ მოუწევთ – წერს “დოიჩე ველე”.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრა იმართება
შემდეგი სტატიაუფასო სახელმძღვანელოების პროგრამა არ შეჩერებულა