„დოიჩე ველე“ – გერმანიის პრეზიდენტის ნაცვლად, კიევში კანცლერი ოლაფ შოლცი მიიწვიეს

გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის ნაცვლად, კიევში გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიწვიეს, – როგორც „დოიჩე ველე“ წერს, აღნიშნულის შესახებ გერმანიაში უკრაინის ელჩმა ანდრეი მელნიკმა გერმანულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ვაცნობეთ, რომ ჩვენი პრეზიდენტი და ჩვენი მთავრობა მოხარული იქნებიან, თუ კიევს კანცლერი ოლაფ შოლცი ეწვევა“, – განაცხადა მელნიკმა.

მისი თქმით, ოალფ შოლცის ვიზიტის შემთხვევაში, უმთავრესი საკითხი რუსეთის აგრესიის გასამკლავლებლად უკრაინისთვის იარაღის მიწოდება უნდა გახდეს.

„დოიჩე ველე“ ასევე წერს, რომ უკრაინის ელჩმა ცოტა ხნის წინ გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი გააკრიტიკა და დაადანაშაულ რუსეთთან ათწლეულების განმავლობაში ახლო ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, როდესაც ის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის და შემდგომ კანცლერის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტებს იკავებდა.

ცნობისთვის, გუშინ გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა პოლონეთში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ კიევმა უკრაინაში მის სტუმრობაზე უარი განაცხადა. მისივე თქმით, იგეგმებოდა ერთობლივი ვიზიტი უკრაინის დედაქალაქში პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან, ასევე ლატვიელ, ლიეტუველ და ესტონელ კოლეგებთან ერთად და ეს იქნებოდა ევროპული სოლიდარობის ძლიერი გზავნილი. „როგორც ჩანს, კიევში ეს არ სურდათ“, – განაცხადა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე – ირაკლი კობახიძე შეეცადა, რიგით მოვლენად გაესაღებინა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რაც არ გამოვა
შემდეგი სტატიაგახსოვდეთ, “რუსულ სამხედრო ხომალდს” ყოველთვის მხოლოდ ერთი მიმართულება აქვს – ზელენსკი