დოდონა კიზირია: “ბურჭულაძის ნარკომანმა ვაჟიშვილმა თავისი მდიდრული ბინა ვალების გამო დააგირავა”

ნუ დავივიწყებთ ყველაფერს ამას, მეგობრებო!

kiziriaწავიკითხე პაატა ბურჭულაძის „განცხადება.“ ესეც ირაკლი ალასანიას მსგავსად რომ რუსული პროექტია, ყოველი აბზაციდან გაჰკივის. მინდა რამდენიმე პუნქტი აღვნიშნო ამ განცხადებასთან დაკავშირებით-წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე  ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია.
1. თავს დავდებ, რომ განცხადება მისი დაწერილი არ არის. ამდენი ქართული ბურჭულაძემ არ იცის. არც რომელიმე სხვა ენა ისე, რომ რაიმე აზრი კვალიფიცირებულად ჩამოაყალიბოს. არც პოლიტიკური „ნოუ-ჰაუ“- ზე აქვს წარმოდგენა, რათა საჭირო აქცენტები გააკეთოს. ვიღაცამ ზოგი სააკაშვილის, ზოგი სხვა პარტიის ლიდერებია განცხადებებიდან შეუკოწიწა ეს ტექსტი, თან ისე ფრთხილად, რომ რუსეთის თემა საერთოდ არ არის ნახსენები. რუსი ბანისთვის, ეს ნამდვილად ფეთქებადი ფეტქებადი საკითხია.
2. ბრწყინვალეა შემდეგი ფრაზა – როცა ‘იავნანას’ ფონდი შევქმენი, გავხდი ნიჭიერი და გულწრფელი ადამიანების ერთად შეკრების, მათთან ერთ გუნდში ყოფნისა და მუშაობის სპეციალისტი.“
„იავნანას“ ფონდში ბატონ პაატას ერთი კაპიკი არ დაუდევს საკუთარი ჯიბიდან. ამ მხრივ ბორია ივანაშვილის ღვიძლი ძმაა. ის თავის ყოფილ მეუღლეს ისეთ წვრრილმანებზე ედავებოდა სასამართლოში, რომ თავის თავის პატივის მცემელმი კაცი არ იკადრებდა.
ფულის მნიშვნელოვანი ნაწილი მისმა ნაცნობ-კოლეგებმა დადეს და უმთავრესად რუსეთში მცხოვრებლებმა. დაფიქრდით ამაზე!!! გარდა ამისა, ამ ფონდის დიდი ნაწილი საკუთრივ ბატონ პაატას საჭიროებებისთვის იხარჯებოდა. მაგალითად, მისმა ნარკომანმა ვაჟიშვილმა თავისი მდიდრული, ორ სართულად გაფენილი ბინა ვალების გამო დააგირავა. ვალის გადაუხდელობის გამო ბინა $480, 000 გასაყიდ გასაყიდ ნუსხაში შეიტანა Makler.ge -მ, მაგრამ სანამ ვინმე მოასწრრებდა ყიდვას, ბინა ამ სიიდან გაქრა. ბატონმა პაატამ ეს ვალი თვითონ გადაიხადა და თავის ინტერვიუებს ამ ბინიდან იძლევა ხოლმე.
აბა თუ მიხვდებით, საიდან გადაიხადა მან ეს უზარმაზარი თანხა?
სწორია! ფონდიდან „იავნანა“-წერს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია

banner
წინა სტატიაში(video) საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის ყრილობა დღეს გაიმართება