დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა

ღუდუშაურის კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნიკოლოზ ქარცივაძის განცხადებით, დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

მისი თქმით, როდის გადაიყვანენ დოდო გუგეშაშვილს პალატაში, ჯერ უცნობია.

„მკურნალობა გრძელდება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. რეანიმაციის განყოფილებაშია. ამჟამად ხელოვნური სუნთქვიდან მოხსნილია, ჰერმოდინამიკა სტაბილურია, კონტაქტი პაციენტთან მყარდება, ამჟამად დამაკმაყოფილებლად ფასდება მდგომარეობა, ვითარება სტაბილურად მძიმეა. ჯერ მკურნალობა და დაკვირვება გაგრძელდება. როდის გადაიყვანენ პალატაში ჯერ უცნობია. კონტაქტური არის, თუმცა მაინც არის გამაყუჩებლების და საძილე პრეპარატების გავლენა. ოპერაციული სტრესი და ზოგადი მძიმე მდგომარეობა ამ ფუნქციაზე გავლენას ახდენს. როდის შეძლებენ დაკითხვას ამაზე მე პასუხს ვერ გაგცემთ“, – განაცხადა ექიმმა.

აფხაზეთის ომის ვეტერანს, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს გრიგოლ გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში 7 თებერვალს ესროლეს. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი მძიმე მგდომარეობაში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.

banner
წინა სტატიაშიშეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ სასამართლო სისტემის რეფორმირებას ჩვენი ქვეყანა ძალიან წარმატებულად ახორციელებს
შემდეგი სტატიაპრესმდივნის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი სასტუმროშია