დოდო გუგეშაშვილის ძმა თავდასხმას 15 წლის წინ მომხდარ ინციდენტს უკავშირებს

დოდო გუგეშაშვილის ძმა თემურ გუგეშაშვილი დედა-შვილზე თავდასხმას 15 წლის წინ მომხდარ ინციდენტს უკავშირებს.
„ახლობლებმა გაიხსენეს, რომ იყო რაღაც, არა ნოდარ გუგეშაშვილთან დაკავშირებული, არამედ მის სამეგობროსთან თუ მეგობართან დაკავშირებული მცირე ინციდენტი, ოღონდ ფიზიკური დაზიანების ან სხვა გართულებების გარეშე. ეს იყო დაახლოებით 15 წლის წინანდელი ამბავი“, – განაცხადა თემურ გუგეშაშვილმა „იმედთან“ საუბრისას, თუმცა წარსულში მომხდარი ფაქტის დეტალებზე არ უსაუბრია.
გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მკვლელის მიმართ გასროლა დოდო გუგეშაშვილმაც განახორციელა, თემურ გუგეშაშვილი ამ ვერსიას გამორიცხავს -„გამოვრიცხავ, რომ დოდოსაც ესროლა. დოდოს რომ მოესწრო და ესროლა, ის ვეღარ გაისროდა“, – განაცხადა თემურ გუგეშაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისოფელ შემოქმედის მარკეტში ხელყუმბარა შეაგდეს – ადგილზე პოლიციაა მობილიზებული
შემდეგი სტატიაატენის ქუჩის მცხოვრებლების ადვოკატმა თბილისის მერიის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა