დნესტრისპირეთის სეპარატისტული ხელისუფლება უკრაინას თავდასხმის განხორციელებაში ადანაშაულებს

მოლდოვას სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ე.წ. ხელისუფლება ირწმუნება, რომ უკრაინის ტერიტორიიდან სოფელ კოლბასნას მიმართულებით, სადაც საბრძოლო მასალის დიდი საცავია განთავსებული, ცეცხლი გახსნეს.

დნესტრისპირეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ ტერიტორიაზე დრონები უკრაინიდან გაუშვეს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში დნესტრისპირეთში რამდენიმე თავდასხმა მოხდა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამ თავდასხმების უკან რუსული სპეცსამსახურები დგანან. უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ თავდასხმების მიზანი რეგიონში დესტაბილიზაციის გამოწვევა და მისი ომში ჩაბმაა.

banner
წინა სტატიაშივაზისუბანში კორპუსში გაჩენილ ხანძარს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაღარიბაშვილის განცხადებიდან ჩანს, უკრაინას აბრალებს, რომ ომი თავიდან არ აიცილეს – კანდელაკი