დნესტრისპირეთის სეპარატისტები რუსეთს “დახმარებას” სთხოვენ

დნესტრისპირეთის სეპარატისტები რუსეთს მოლდოვისგან “დაცვას” სთხოვენ – თვითგამოცხადებული “დეპუტატები” მოლდოვას “ეკონომიკურ ბლოკადასა” და “გენოციდში” ადანაშაულებენ.

სეპარატისტები ამბობენ, რომ მოლდოვამ საქონლის მიწოდებაზე დამატებითი გადასახადები დააწესა.

“პარლამენტისა” და ადგილობრივი “თვითმმართველობების” დე ფაქტო დეპუტატებმა ყრილობაზე 7-პუნქტიანი “დეკლარაცია” მიიღეს, რომელიც რუსეთისადმი მიმართვასაც მოიცავს.

დნესტრისპირეთში რუსეთის 220 000-ზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს. რუსეთი მონაწილეობს სამშვიდობო მისიაში დნესტრში და არის გარანტი და შუამავალი მოლაპარაკების პროცესში“, – ნათქვამია “რეზოლუციაში”.

banner
წინა სტატიაშიოკუპანტებმა, სოფელ ტახტისძირთან, საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს
შემდეგი სტატიაზელენსკი მაკრონის ინიციატივას პასუხობს