უკრაინულ დნეპრსა და სამარზე რუსი ოკუპანტების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად რეგიონში დაღუპულთა საერთო რაოდენობა 20-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვი კი 300-ს აჭარბებს.
როგორც ყოველთვის, ოკუპანტთა სამიზნე ამჯერადაც მშვიდობიანი მოქალაქეების საცხოვრებელი სახლები და კორპუსები იყო.