დნეპროპეტროვსკის ოლქზე კომბინირებული იერიშის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

რუსმა ოკუპანტებმა გამთენიისას დნეპროპეტროვსკის ოლქის რამდენიმე დასახლებას შეუტიეს, შეტევები კი დრონებითა და რაკეტებით განახორციელეს.

იერიშების შედეგად დაზიანდა უკრაინის რამდენიმე ენერგოსტრუქტურული ობიექტი, დაბომბვის ქვეშ მოჰყვა საცხოვრებელი კორპუსები, დაზიანდა სასწავლო დაწესებულებათა შენობები.

უკრაინელმა მეზენიტეებმა წარმატებული მუშაობის შედეგად რაკეტებისა და დრონების უმეტესი ნაწილი ჩამოყარეს, თუმცა, ზოგიერთ დასახლებაში არიან დაშავებულები – სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება 9 ადამიანმა მიიღო.

banner
წინა სტატიაშიისინი არანაირი ლტოლვილები არ არიან – რომის ეკლესიის ეპისკოპოსი ისლამური ქვეყნებიდან მიგრაციაზე
შემდეგი სტატიაინტერპოლით ძებნილი თურქეთის მოქალაქე შსს-მ ბათუმში დააკავა