დნეპროპეტროვსკის ოლქის ტერიტორიული თავდაცვის ხელმძღვანელს საზღვარზე განუცხადეს, რომ უკრაინის მოქალაქეობა შეუჩერეს და ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს

დნეპროპეტროვსკის ოლქის ტერიტორიული თავდაცვის ხელმძღვანელს, გენადი კორბანს უკრაინაში შესვლის მცდელობისას სასაზღვრო სამსახურმა უკრაინის პასპორტი ჩამოართვა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ კორბანის ადვოკატსა და მის გარემოცვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ამჟამად კორბანი საზღვარზე იმყოფება. მესაზღვრეებმა მას განუცხადეს, რომ მისი უკრაინული მოქალაქეობა შეჩერებულია. ადვოკატის ცნობით, ადგილზე იმყოფებიან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და გამოძიების სახელმწიფო ბიუროს წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, გუშინ უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტი რამდენიმე გავლენიანი პოლიტიკოსისთვის და ბიზნესმენისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას გეგმავდა.

აღნიშნულ პირებს შორის „უკრაინასკაია პრავდა“ ასახელებდა იგორ კოლომოისკის, 2022 წლის მარტში აკრძალული პრორუსული პარტიის თანათავმჯდომარე ვადიმ რაბინოვიჩს და დნეპროპეტროვსკის ოლქის ტერიტორიული თავდაცვის ამჟამინდელ ხელმძღვანელ გენადი კორბანს. კორბანი 2014 წელს კოლომოისკის მოადგილე იყო, როდესაც ის დნეპროპეტროვსკის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ, თურქეთმა და გაერო-მ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს
შემდეგი სტატიასაგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით მუშაობაზე სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას ვერ მივიღებ, სამწუხაროა, რომ მისი განცხადებები პოლარიზაციას უწყობს ხელს – ბოჭორიშვილი