დნეპრის ერთ-ერთ შენაკადში უკრაინელებმა მოახერხეს სამი რუსული სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის ლიკვიდირება, რომლებიც ნავებით გადაადგილდებოდნენ, – აცხადებს “სამხრეთის” დაჯგუფებათა სპიკერი ნატალია გუმენიუკი.
მისი თქმით, ოკუპანტები დროდადრო დაცურავენ დნეპრის დელტებსა და შენაკადებში, უკრაინელთა გადაადგილების შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად, მაგრამ “ამჟამად სამ ნავში გადანაწილებულ 11 ოკუპანტს ნამდვილად არ გაუმართლა და სამუდამოდ დაივანეს დნეპრის ფსკერზე”.