დმიტრო რაზუმკოვი-ჩვენს ქვეყნებს აქვს საერთო მისწრაფებები და სამწუხაროდ, მსგავსი გამოწვევები, რომელსაც ღირსეულად გავუმკლავდებით

გვაქვს საერთო მისწრაფებები და სამწუხაროდ, მსგავსი გამოწვევები – ეს არის ჩვენი ბრძოლა ტერიტორიული მთლიანობისთვის, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას განაცხადა.

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ოფიციალური ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია, უმასპინძლოს გიორგი გახარიას მეცხრე მოწვევის პარლამენტში.

„ჩვენს ქვეყნებს ძალიან ბევრი აერთიანებს, გვაქვს საერთო მისწრაფებები და სამწუხაროდ, მსგავსი გამოწვევები – ეს არის ჩვენი ბრძოლა ტერიტორიული მთლიანობისთვის, მაგრამ ჩვენმა ურთიერთობამ და ქვეყნების ისტორიამ დაამტკიცა, რომ ჩვენ ამ გამოწვევებს ღირსეულად გავუმკლავდებით. დარწმუნებული ვარ, შევძლებთ განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები, როგორც პარლამენტის, ასევე სხვა დონეზე“, – განაცხადა დმიტრო რაზუმკოვმა.

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშიექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს
შემდეგი სტატიაანიტას ბებია – ბელორუსია თანახმაა ბავშვის მიღებაზე, ამაში ჩვენი ხელისუფლება დაგვეხმარა