დმიტრო კულება – უკრაინისთვის დამატებითი 155 კალიბრის საარტილერიო სისტემებით მიწოდების აუცილებლობა კვლავ აქტუალურია

Caesar ჰაუბიცები ერთადერთი იარაღი არ არის, რომელიც უკრაინას საფრანგეთისგან მიეწოდება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ თავის ფრანგ კოლეგასთან კატრინ კოლონასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საფრანგეთის ლიდერობას და მის გულწრფელ სურვილს, დაეხმაროს უკრაინას, გაიმარჯვოს რუსეთის წინააღმდეგ ომში, გაუსვა ხაზი.

„ დღეს მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ უკრაინისთვის დამატებითი 155 კალიბრის საარტილერიო სისტემებით მიწოდების აუცილებლობა კვლავ აქტუალურია.

დონბასში ბრძოლაში მოსაგებად, საარტილერიო პოტენციალი საგრძნობლად უნდა გავაძლიეროთ, ამიტომ დღეს ეს საკითხი ჩემს კოლეგასთან ერთად განვიხილეთ“, – განაცხადა კულებამ.

banner
წინა სტატიაშიჩემი მიზანია, გადავარჩინო ჩემი შვილი, მისი მიზანია, თავიდან მოიშოროს – გიული ალასანია კობახიძეზე
შემდეგი სტატიაიაირ ლაპიდი – ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას ვაჭრობისა და ტურიზმის სექტორებში კავშირების გასაღრმავებლად