დმიტრო კულება ლონდონში ენტონი ბლინკენს შეხვდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ლონდონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდა.

კულებას თქმით, მათ უკრაინის მხარდაჭერის საკითხებზე ისაუბრეს.

„ლონდონში შევხვდი ენტონი ბლინკენს და მადლობა გადავუხადე ამერიკას მხარდაჭერისთვის. ჩვენ განვიხილეთ შემდეგი ნაბიჯები უკრაინის კონტრშეტევის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, ვილნიუსის სამიტის შედეგების მომზადებასთან დაკავშირებით ნატო-ში უკრაინის წევრობის პერსპექტივის შესახებ და გლობალური მხარდაჭერის ზრდა მშვიდობის ფორმულისადმი“, – წერს დმიტრო კულება „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

ლონდონში უკრაინის აღდგენის კონფერენცია დღეს დაიწყება. მასზე ყურადღება გამახვილებული იქნება საერთაშორისო მხარდაჭერის შექმნაზე უკრაინის ომისგან რეაბილიტაციის მიზნით. კონფერენციას 1000-ზე მეტი ოფიციალური პირი დაესწრება.

banner
წინა სტატიაშიკელი დეგნანი – პოლიტიკოსები იტყვიან იმას, რაც უნდა თქვან, ვიცით, რომ არსებობს პოლიტიკური თამაშები, რომელიც კამერების წინ სრულდება, მაგრამ ახლა დროა, საქართველოს ინტერესები დადგეს წინ
შემდეგი სტატიაასლან ბჟანია მოსკოვში გაემგზავრა