დმიტრო კულება – ცუდი დღეა პუტინისთვის და ყველასთვის, ვინც ბედავდა ეფიქრა, რომ ამერიკა შეიძლება შედრკეს

ცუდი დღეა პუტინისთვის და ყველასთვის, ვინც ბედავდა ეფიქრა, რომ ამერიკა შეიძლება შედრკეს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

„ცუდი დღე პუტინისთვის. ცუდი დღე ნებისმიერისთვის, ვინც ბედავდა ეფიქრა, რომ ამერიკა შეიძლება შედრკეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება იმის დაცვას, რისაც მას სჯერა. მადლობელი ვართ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის, მისი სპიკერისა და ორივე პარტიის წევრების, უკრაინის დახმარების დიდი ხნის ნანატრი კანონპროექტის მიღებისთვის. ყველამ, ვინც ეს გადაწყვეტილება რეალობად აქცია, სწორი არჩევანი გააკეთა. შეერთებულმა შტატებმა კვლავ დაადასტურა თავისი გლობალური ლიდერობა. ველით, რომ კანონპროექტი სწრაფად იქნება მიღებული სენატში, ხელი მოეწერება პრეზიდენტი მიერ და მას ფრონტის ხაზზე ჩვენი მეომრები იგრძნობენ”, – წერს კულება.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – უკრაინა თითოეული ჩვენგანისთვის იბრძვის და სრულ მხარდაჭერას იმსახურებს – დიდება უკრაინას!
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი ახალგაზრდებს – არ მეშინია, თქვენ ხელში ეს ქვეყანა იქნება ევროპულიც, დემოკრატიულიც, რაც მთავარია დამოუკიდებელი და ძალიან ქართული – ამ გზას გავივლით ერთად!