რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, ქვეყანა ნავთობპროდუქტების იმპორტთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავს. პესკოვმა არ დააკონკრეტა, თუ რომელ სახელმწიფოებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები საწვავის შესაძენად.
„გასაგები მიზეზების გამო, ჩვენ ამის შესახებ არ ვისაუბრებთ. კონსულტაციები მიმდინარეობს. თუ მისაღებ ფასებზე შეთანხმებებს მივაღწევთ, ეს მოხდება. ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ბაზრის სტაბილიზაციისკენ და მიზნად ისახავს მოთხოვნის ამ მკვეთრი ზრდის შერბილებას“, — განაცხადა პესკოვმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ნავთობპროდუქტების იმპორტის საკითხების განხილვის“ განკარგულება 28 ივნისს გასცა.

















