დმიტრი დბარი აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას არ დაასახელებს

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის წევრი დმიტრი დბარი ამბობს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას, სინამდვილეს არ შეესაბამება. ადრე გავრცელდა, რომ ოპოზიციის მოთხოვნა, საარჩევნო თარიღის გადაწევასთან დაკავშირებით, სინამდვილეში დაკავშირებული იყო არა მხოლოდ ასლან ბჟალიას ჯანმრთელობის გაუარესებასთან, რომელიც მოწამლულია და ერთ-ერთი კანდიდატი უნდა ყოფილიყო, არამედ, იმასთან, რომ ოპოზიციას სურდა დბარს 35 წელი შესრულებოდა, რომ მისი კანდიდატურის წამოყენება ყოფილიყო შესაძლებელი.

დბარი ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ჭორია.

დე-ფაქტო რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის 25 აგვისტოს, ოპოზიციის მოთხოვნით დაინიშნა.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია – დღეს ინტერპელაციაზე სისულელეების კასკადი მოვისმინეთ
შემდეგი სტატიაფილიპინელმა ტერორისტებმა ჰოლანდიელი მძევალი მოკლეს