დმანისში ტაძარს საქონლის სადგომად იყენებენ

ბოლო დროს საქართველოში ბევრი ახალი ტაძარი აშენდა. ახალი ტაძრების აშენება კარგია, მაგრამ მათი შენება ძველების უყურადღებოდ მიტოვების ფონზე არ უნდა ხდებოდეს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ასეულობით ტაძარი და სამონასტრო კომპლექსია მიტოვებული და დანგრეულ, ისინი არც ერს ახსოვს და არც ბერს. არადა ბევრი მათგანი ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლად ითვლება.

საქართველოს ხელისუფლებას ბრძანებაც აქვს გამოცემული, რომლის მიხედვითაც ამ ძეგლებზე საარჩევნო და სხვა სახის პლაკატების გაკვრა აკრძალულია. ამ ნუსხაში დმანისის რაიონის სოფელ ყიზილქილისას წითელი ნასაყდრალიც მოხვდა.

გვიანი შუა საუკუნეების ნასაყდრალი თითქმის დანგრეულია, ფაქტიურად მხოლოდ ერთი კედელია გადარჩენილი. ამ კედელზე პლაკატების გაკვრა აკრძალულია. სამაგიეროდ კანონი ადგილობრივებს არ უკრძალავს, რომ იქ საქონელი დააბინავონ და თივა შეინახონ.

ნასაყდრალის საქონლის სადგომად ქცევის შესახებ ინფორმაციას გურამ ხარშილაძე ავრცელებს. ის სოციალურ ქსელში წითელი ტაძრის ნანგრევების ფოტოს აქვეყნებს და შემდეგს წერს:

– „ბოსელი-გომურა“ თანამედროვე სოფელ „ყიზილქილისას“ შემორჩნილი ერთადერთი კედელი. ტაძარი გამოყენებულია საქონლის დასაბინავებლად და თივის შესანახად“.

იმედი ვიქონიოთ რომ საპატრიარქო და კულტურის სამინისტრო ამ ისტორიული ძეგლის მიმართ ყურადღებას გამოიჩენს.

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაში„ყველგან გავბედავთ აქციის მოწყობას, სადაც ხელისუფლება მოლხენას დააპირებს“
შემდეგი სტატიაირანში, შიიტების წმინდა ქალაქ ყუმში მდებარე მეჩეთზე წითელი დროშა აღმართეს