დმანისში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ჩავიდა

დმანისში, სადაც დღეს დილიდან ისევ დაპირისპირება და ჩხუბი იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ჩავიდა. მამუკა ჭელიძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

დმანისში ადგილობრივები ამ დრომდე პოლიციის შენობასთან არიან მობილიზებულები, ისინი დაკავებულების გამოშვებას მოითხოვენ. ცნობისთვის, დმანისში უკვე შეიყვანეს პოლიციის დამატებითი ძალები. ცოტა ხნის წინ ქვემო ქართლის პოლიციის უფროსმა თქვა, რომ ადგილზე ვითარება განმუხტულია. მისივე განცხადებით, ყველაფერი გააკეთეს, რომ შეხლა-შემოხლა არ მომხდარიყო და მშვიდობა შეენარჩუნებინათ.

დღეს, 17 მაისს დილიდან განახლდა დაპირისპირებაა დმანისში ადგილობრივ აზერბაიჯანულ თემსა და ე.წ. ეკომიგრანტთა თემს შორის. ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილობრივი ეთნიკური აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებმა აქციის გამართვა დააპირეს. ისინი გუშინდელი ინციდენტის გამოძიებას და მასში მონაწილეების დასჯას ითხოვდნენ.

banner
წინა სტატიაშიგაბუნია – “სინოვაკის” ვაქცინის მისაღებად რეგისტრაცია კვირის ბოლომდე დაიწყება
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – „სინოვაკის“ ადმინისტრირება მომავალ კვირაში დაიწყება