დმანისში „შენების მოძრაობის“ პლაკატები „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა ჩამოხიეს

„ქართული ოცნება“ დმანისში განაგრძობს პროვოკაციებს და ამჯერად „შენების მოძრობის“ საარჩევნო პლაკატების ჩამოხევითაა დაკავებული“, – ამის შესახებ შენების მოძრაობის დმანისის შტაბის უფროსი, ალექსანდრე ნონიაშვილი აცხადებს.

„დმანისში, „შენების მოძრაობის“ მერობის კანდიდატის გოგი ბარბაქაძის საარჩევნო პლაკატები გუშინ ღამით „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა მაშინ ჩამოხიეს, როდესაც მათი მერობის კანდიდატის პლაკატების გაკვრას ახდენდნენ. ამას პირადად შევესწარი და გამოვიძახე პატრული, რომლებმაც დააფიქსირეს ეს ფაქტი და გადაიღეს ფოტოები.

ეს არის მიზანმიმართული ბრძოლა „შენების მოძრაობის“ და მისი კანდიდატის წინააღმდეგ, რომელსაც გამარჯვების რეალური შანსი აქვს დმანისში. დმანისელები კარგად ხედავენ თუ როგორ დაემსგავსა „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც 2012 წელს ერთხელ უკვე ვუთხარით უარი და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ 21 ოქტომბერს ეს ბრძოლაც ჩვენი გამარჯვებით დასრულდება“ – განაცხადა ალექსანდრე ნონიაშვილმა.

ცნობისთვის, დმანისში „შენების მოძრაობის“ მიერ ყურანზე დავიცების ფაქტები გახმაურდა, რასაც დიდი რეზონანსი მოჰყვა. საკითხი განიხილა უწყებათაშორისმა კომისიამ, ასევე ადგილზე იმყოფებოდნენ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. გარდა ამისა, მიმდინარეობს „შენების მოძრაობის“ მომხრეების დაშინება და პოლიტიკური დევნა, რომ მათ მოეხსნებათ სოციალური დახმარება და შეექმნებათ სხვა პრობლები თუ ხმას მისცემენ „შენების მოძრაობას“ და გოგი ბარბაქაძეს.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს აკადემიის დელეგაციამ ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის (AEPC) აღმასრულებელი საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღო
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: მზად ვართ, რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული მუხლის საბოლოო რედაქციის შესახებ კონსულტაციები განვავარცოთ