დმანისში, „ქართული ოცნების“ ოფისთან ინციდენტი მოხდა- არიან დაშავებულები

დმანისში, „ქართული ოცნების“ ოფისთან ცოტა ხნის წინ ინციდენტი მოხდა. როგორც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის პრესსამსახურის წარმომადგენელი ფერიდე ტვილდიანი აცხადებს, „ქართული ოცნების“ ოფისთან მისთვის ჯერჯერობით უცნობი ადამიანები მივიდნენ, რა დროსაც მათსა და შტაბში მყოფ პირებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს, რის შედეგადაც არიან დაშავებულები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.

banner
წინა სტატიაშისაერთაშორისო გამოცემები ზუგდიდის სპეცოპერაციას აშუქებენ
შემდეგი სტატიაევროკავშირი უსაფრთხო ქვეყნების სიიდან საქართველოს ამოღებას აპირებს