დმანისში, ოპოზიციამ და RMG GOLD-მ შეთანხმებას მიაღწიეს

დმანისში, ოპოზიციის წარმომადგენლებსა და RMG GOLD-ის წარმომადგენლებმა შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების მიხედვით 20-20 კაციანი ჯგუფები ინსტრუქტაჟს გაივლიან და ამის შემდეგ შევლენ ტერიტორიაზე.
შეგახსენებთ, რომ 14 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების გამოჩენას დმანისში ხმაური მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სამინისტროსგან მათ ნებართვა ცოტა ხნის წინ აიღეს და ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, რომ ტერიტორიაზე უპრობლემოდ შეეძლოთ შესვლა, მათ ტერიტორიაზე შევლის ნებართვას კომპანიის წარმომადგენლები არ აძლევდნენ. RMG GOLD-ის წარმომადგენელი მათ უსაფრთხოების ინსტრიქტაჟის გავლას სთხოვდა.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, სახალხო დამცველს, საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს მიმართავს
შემდეგი სტატიასაპროკურორო საბჭოს ორი ახალი წევრი ეყოლება