დმანისში მიწის ნაკვეთის აუქციონში პოლიტიკურმა პარტიებმა გაიმარჯვეს

დმანისში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე აუქციონი დასრულდა. აუქციონი “დმანისის გადარჩენის ფონდმა” მოიგო, რომელშიც 14 პოლიტიკური პარტიაა გაწევრიანებული.

ქონების მართვის სააგენტოს მიერ აუქციონზე გატანილი ლოტი, 162868.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას იჯარით, 5 056 320 ლარად გადაეცა.

აუქციონში სამი მსურველი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ კომპანია RMG Gold და პოლიტიკური პარტიების მიერ დაარსებული „დმანისის გადარჩენის ფონდი“. როგორც პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ სწორედ RMG Gold ვაჭრობდა ორი სუბიექტით.

რაც შეეხება აუქციონის პირობებს, სარგებლობაში გადაცემის ვადა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 წელია.

banner
წინა სტატიაშიუნდა მოხდეს საკითხის სიღრმისეული და გამჭვირვალე გამოძიება – კახაბერ ქემოკლიძე
შემდეგი სტატიაგიორგი გაბუნია ბოდიშის მოხდას არ აპირებს