დმანისში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დღესაც მოხდა

დმანისში, სადაც გუშინ ერთ-ერთ მაღაზიასთან ინციდენტი მოხდა, დაპირისპირებაა.

ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობა აქციას მართავდა. ისინი გუშინ მომხდარს აპროტესტებდნენ, რა დროსაც ახალგაზრდების ორი ჯგუფი ერთმანეთს დღესაც დაუპირისპირდა.

ინციდენტის ადგილზე სავარაუდოდ რამდენიმე პირი დააკავეს.

დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება გუშინ მოხდა. ნაცემია მაღაზიის მეპატრონე, რომელსაც სამედიცინო დახმარება გაეწია და სახლში იმყოფება. ინციდენტზე დმანისის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები ერთ-ერთმა ადგილობრივმა გამოცემამ გაავრცელა. დაპირისპირება მაღაზიასთან დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

ამასთან, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, ინციდენტში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირება ხდება.

banner
წინა სტატიაშიხუნდაძე – სააკაშვილის მორიგი დაპირება ჩავარდა, ამიტომ მისი მეგობრები კონსულტაციისთვის აქედან ჩადიან
შემდეგი სტატიამნიშვნელოვანია, ადეკვატურად ვუპასუხოთ ტურისტების შემოდინებას – ღარიბაშვილი შეზღუდვებზე