დმანისში 18 წლის ბიჭი თანასოფლელთან შელაპარაკების დროს ცივი იარაღით დაჭრეს. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ის ადგილზე დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, თანასოფლელი, რომელმაც ის დაჭრა, არასრულწლოვანია.
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.