დმანისის საკრებულომ თავმჯდომარე აირჩია, რამაზანოვი კი საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გახდა

სამდღიანი გაუჩინარების შემდეგ დმანისის საკრებულოში მისული დეპუტატი – რამიზ რამაზანოვი ამბობს, რომ აპირებს მუშაობა დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელოს. ის ცოტა ხნის წინ საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს. საკრებულოს თავმჯდომარე კი “ქართული ოცნების” კანდიდატი გახდა

რამაზანოვი ამ დრომდე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი იყო. მისი დღევანდელ სხდომაზე დასწრება ავტომატურად ნიშნავდა, რომ ის ოპოზიციის ბოიკოტს არ შეუერთდა, შესაბამისად კვორუმიც შედგა.

“ახლობელთან ვიყავი, ახლობელთან, საქართველოში. მუქარა, არცერთი ზეწოლა არ იყო, ასე გადავწყვიტე მე პირადად”, – თქვა მან ჟურნალისტებთან.

ენმ-მ ამბობდა, რომ ზეწოლის შემდეგ რამაზანოვს “ოცნებამ” სწორედ ეს თანამდებობა შესთავაზა. დმანისი კიდევ ერთი საკრებულოა, სადაც რამაზანოვის გამო უპირატესობა დაკარგა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი: 2013 წელს დაიწყო მუშაობა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე, რომელიც პირველ მოვლენას წარმოადგენდა საქართველოს ისტორიაში, ამჟამად კი ვმუშაობთ ადამიანის უფლებათა დაცვის მეორე ეროვნულ სტრატეგიაზე
შემდეგი სტატიაცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი იცვლება