გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით ბრენდირებული და არაბრენდირებული 85 ავტოგასამართი სადგურიდან ბენზინის 20 და დიზელის საწვავის 65 სინჯი აიღო. ნიმუშებს ლაბორატორიული შემოწმება შესაბამის აკრედიტებულ ლაბორატორიაში ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
“ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ბენზინის არც ერთ სინჯში დარღვევა არ გამოვლინდა. რაც შეეხება დიზელს, საწვავის ხარისხი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს არ აკმაყოფილებდა 13 სინჯში. დიზელის საწვავის სინჯებში დარღვეული იყო გოგირდის შემცველობისა და აფეთქების ტემპერატურის ხარისხობრივი მაჩვენებლის მნიშვნელობა”,_ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.


















