მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს მხოლოდ ის შეუძლია, რომ ცილისწამებებით და ინტრიგებით ადამიანს ხელი შეუშალოს

ჭყონდიდელი მიტორპოლიტის მეუფე პეტრეს განცხადებით, პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს მხოლოდ ის შეუძლია, რომ ცილისწამებებით და ინტრიგებით ადამიანს ხელი შეუშალოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ე.წ. ციანიდის საქმეზე, მოწმის სახით დაკითხვის შემდეგ განუცხადა.

„ჩემი სატელევიზიო ეთერებში გამოსვლებიდან გამომდინარე ჰქონდათ კითხვები და იგივე დავადასტურე, რომ საქართველოს საპატრიარქოში არსებული პირველხარისხოვანი პრობლემა არის ამ ქალბატონის ხელში არსებული ძალაუფლება.

შორენა თეთრუაშვილს მხოლოდ შეუძლია, ცილისწამებებით და ინტრიგებით ადამიანს ხელი შეუშალოს. მხოლოდ ეს შეუძლია მას – ცილისწამებები, ინტრიგები დახლართოს“ – განაცხადა მეუფე პეტრემ.

მისივე განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმე სასამართლოსთვის დიდი გამოწვევაა.

„ვნახოთ, რამდენად ახლოს იქნებიან, რამდენად სასამართლო მოინდომებს, რომ ქართველ ერს დაანახოს, რომ არსებობს დამოუკიდებელი, თავისუფალი სასამართლო, რომელიც ქვეყნის, ერის, სახელმწიფოს, უსაფრთხოების და სახელწიფო ძლიერების გარანტი. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია მათ გადაწყვეტილებაზე. სასამართლოსთვის ძალიან დიდი გამოწვევაა „ციანიდის საქმე“.მინდა მოგმართოთ, რომ ყველანი, ბრალდებული თუ ბრალმდებელი, თითოეული ჩვენგანი სრულიად საქართველო, ერთად ვიზეიმოთ ცათა სასუფეველში დამკვიდრება და ჩვენი ცხოვრება უნდა იყოს მართალი და პატიოსანი. ძალიან ვწუხვარ, რომ კიდევ ერთხელ გამოჩნდა ტენდენციურობა და მიკერძოებულობა ბრალდების მხარისგან. დავრწმუნდი, თუ რატომ სჭირდებოდათ სასამართლო პროცესების დახურვა და რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. აშკარად გამოჩნდა, რომ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში არიან. ძალიან მიკერძოებულია დამოკიდებულება ბრალდების მხარის. ცდილობენ ასე ვთქვათ, თავისი ამოცანა იქნეს განხორციელებული. ვფიქრობ, რომ საბოლოოდ საქართველო აუცილებლად იზეიმებს სამართლიანობასა და მართლმსაჯულებას”, – განაცხადა ცაავამ.

banner
წინა სტატიაში„თემო მამასთან სამსახურში“
შემდეგი სტატიაგურიაში 15 წლის მოზარდი დაიღუპა