19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

დიუშენით დაავადებული ბავშვების სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა- მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.

ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„31 ივლისს ხელშეკრულება დაიდო იტალიურ კომპანია „იტალფარმაკოსთან“, მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ მწარმოებელ კომპანიასთან, საქართველოს მიერ ამავე მედიკამენტის შესყიდვასთან დაკავშირებით. უკვე „ჯივინოსტატის“ საქართველოში გამოგზავნის დამადასტურებელი ავიაზედდებულიც იქნა მოწოდებული, რომლითაც დასტურდება, რომ მომდევნო კვირის დასაწყისში მედიკამენტი იქნება თბილისში“,- განაცხადა სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშითაზო დათუნაშვილი გამოკითხვის შემდეგ: პროპაგანდისტული ხმაური შექმნეს და მიზანი ღარიბაშვილის „გაშავებაა“
შემდეგი სტატიახატია დეკანოიძე: „ქართულ ოცნებაში“ კრიზისია და ამ კრიზისის დინების შეცვლა უნდათ