11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებმა 24-საათიანი საპროტესტო აქცია დაიწყეს

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ.

პოლიციამ მათ მთავრობის ადმინისტრაციასთან სკვერში პუფების შეტანის უფლება არ მისცა.

„არც აქციის ჩატარებას გიშლით, არც ღამის გათენებას, ნივთებს, კონსტრუქციებს ვერ შეგატანინებთ“, – უთხრა მათ პოლიციის მაღალჩინოსანმა გოგა მემანიშვილმა.
„პუფი წერილში არ ეწერა“… „სკამებზე დავწვეთ?!“ – უთხრეს მას მშობლებმა.
ისინი პუფებში სკვერის გარეთ დასხდნენ. ამბობენ, რომ ღამით ადგილზე დარჩებიან.
 მთავრობის ადმინისტრაციასთან დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებმა 24-საათიანი საპროტესტო აქცია დაიწყეს.
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მოითხოვენ, სახელმწიფომ შეიძინოს და დააფინანსოს თანამედროვე მედიკამენტები, რომლებიც სხვა ქვეყნებში უკვე გამოიყენება და ბავშვების მდგომარეობის გაუარესებას ანელებს.

მშობლები ასევე 2 თვეზე მეტია, უშედეგოდ ცდილობენ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას.

banner
წინა სტატიაშისად დაკრძალავენ ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს
შემდეგი სტატიატუაფსეს პორტის ნავთობტერმინალზე უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ რუსებმა ტანკერები სხვა პორტში გადაამისამართეს