26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტები ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მიიღებენ

ორგანიზაცია „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1 ივლისამდე დიუშენით დაავადებული საქართველოს ყველა მოქალაქე, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მიიღებს. მშობლების განცხადებით, მრავალთვიანი ერთობლივი ბრძოლის შედეგად, სახელმწიფო საქართველოში დიუშენის სამკურნალო თანამედროვე მედიკამენტებსაც შემოიტანს.

საზოგადოების მიერ შეგროვებული 2 300 000 ლარზე მეტი თანხით, ფინანსური დახმარება ასე განაწილდა:

10 000 ლარი — მართვით სუნთქვაზე მყოფ ან სხვა მძიმე თანმხლები გენეტიკური დაავადების მქონე პაციენტებს;

5 000 ლარი — ეტლში მყოფ პაციენტებს;

3 000 ლარი — დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე სხვა მოქალაქეებს.

საჭირო საბუთების ნუსხა: დახმარების მისაღებად მოქალაქეებმა უნდა წარმოადგინონ გენეტიკური კვლევის პასუხი, ფორმა 100, დაბადების მოწმობა და პაციენტის მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი.

მიმდინარე თვეში ორგანიზაცია ასევე იწყებს დამხმარე საშუალებების — ადაპტირებული ეტლების, სპეციალური საწოლებისა და სასუნთქი აპარატების შეძენას.

banner
წინა სტატიაშიდიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები “მადლობის მარშს” აანონსებენ
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: დიდია ალბათობა, დეკემბერ-იანვარში უვიზო მიმოსვლა ჩამოგვართვან