18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან, საპატრიარქოში შეხვედრა მიმდინარეობს

საპატრიარქოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც მშობლები აღნიშნავენ, ისინი ყურადღებასა და დახმარებას ითხოვენ, აღნიშნული მიზნით კი საპატრიარქოს წერილით რამდენჯერმე მიმართეს.

ერთ-ერთი მშობლის, კახა წიქარიშვილის თქმით, ისინი შეხვედრაზე მოითხოვენ, საპატრიარქომ უშუამდგომლოს ხელისუფლებასთან, რათა ბავშვების დასახმარებლად რესურსები გამოიყოს.

“სამწუხაროდ, ხელისუფლებასთან პირდაპირი კომუნიკაცია არ გვაქვს, არ გვხვდება. ამიტომ, თავიდან ვაპირებდით ივანიშვილის რეზიდენციასთან მისვლას. აგვიკრძალეს იქ მისვლა და შემდეგ საპატრიარქოსთან მოვედით, სადაც 6 მაისს შეხვედრა არ შედგა. შემდეგ დაგვიკავშირდა საპატრიარქო და გვითხრა, რომ შეგვხვდებოდნენ. დღეს მოვედით, რათა საპატრიარქოს წარმომადგენელს შევხვდეთ. ჩვენი თხოვნაა, საპატრიარქომ გვიშუამდგომლოს ხელისუფლებასთან, რათა ბავშვების დასახმარებლად რესურსები გამოიყოს”, – აღნიშნა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მამა, კახა წიქარიშვილმა.

მისივე თქმით, უცნობია, თუ ვინ შეხვდებათ მშობლებს საპატრიარქოდან.

შეგახსენებთ, მშობლები სახელმწიფოსგან სამკურნალო მედიკამენტს ითხოვენ და ამ მოთხოვნით რამდენიმე კვირაა, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: ევროკავშირის შეკრებაზე თუ ვნახავთ ხალხს, რომლებიც 26 მაისს ძალადობას აანონსებს, ეს იქნება პასუხი, ვინ დგას მორიგი არეულობის მცდელობის უკან
შემდეგი სტატია„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრ გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა