20.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები კათოლიკოს-პატრიარქს ხვდებიან

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს ხვდებიან.

შეხვედრა, საქართველოს საპატრიარქოში მიმდინარეობს.

როგორც მშობელი, თამარ გოგალაძე აღნიშნავს, სჯერათ, რომ პატრიარქი მათი შვილების საკეთილდღეო გადაწყვეტილებას მიიღებს.

„4 მშობელი ვიღებთ მონაწილეობას შეხვედრაში. მოულოდნელად ჩაინიშნა შეხვედრა. ჯერ წინასწარ პროგნოზი გვიჭირს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ბავშვების სასიკეთოდ წარიმართება. ჩვენ დრო არ გვაქვს. გვინდა, გვჯეროდეს, რომ პატრიარქი ჩვენი შვილების საკეთილდღეო გადაწყვეტილებას მიიღებს და ამ შეხვედრიდან გახარებულები გამოვალთ“, – აღნიშნავს თამარ გოგალაძე.

banner
წინა სტატიაშისურსათის ეროვნულმა სააგენტომ თერჯოლაში გოჭების არალეგალური სასაკლაო გამოავლინა
შემდეგი სტატიადიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი – კობახიძის განცხადება ყოველდღე აბსურდულია