23.5 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები, ბავშვებთან და მოქალაქეებთან ერთად, „მადლობის მარშს“ მართავენ

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები „მადლობის მარშს“ მართავენ.

მშობლების განცხადებით, აღნიშნული აქტით მადლობას უხდიან, როგორც სახელმწიფოს, ისე თითოეულ იმ ადამიანს, ვინც მშობლების მიერ გამართულ აქციებში მონაწილეობდა.

მსვლელობა რუსთაველის მეტროდან დაიწყო მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდება. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების თქმით, რამდენიმეთვიანი ბრძოლის მთავარი მიზანი მიღწეულია, მათი გზავნილი კი არის, რომ ბავშვების სიცოცხლე გადარჩენილია.

შეგახსენებთ, 4 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციაში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და მშობლების მონაწილეობით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს დიუშენის მქონე ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი სომხეთის არჩევნებზე: თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა
შემდეგი სტატიაზელენსკი: დღეს ბრიტანეთში ვარ, დაგეგმილია ჩვენი ორმხრივი მოლაპარაკებები კირ სტარმერთან