დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვის მშობელი კახა წიქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 1 709 809 ლარი არის ახლა ორგანიზაციის ანგარიშზე.
“1 709 809 ლარი არის ახლა ჩვენი ორგანიზაციის ანგარიშზე. პლუს ალექს დრაილინგის ანგარიშზე დაირიცხა 174 500 ლარი, რომ აქედან საჩუქრებით და თანხებით დავეხმაროთ ოჯახებს და ბავშვებს. პლუს ორ ოჯახს სტუდენტებმა ჩაურიცხეს 15 000 – 15 000 ლარი. ეს არის თქვენს მიერ შეგროვებული ფული, ძვირფასო მეგობრებო, თუმცა ეს ვერ მოხდებოდა რომ არა დაიცავი ილიაუნი და გიორგი კალატოზიშვილი, უდიდესი მადლობა მათ! ისინი ჯერ კიდევ აგრძელებენ საშურ საქმეს და ჩვენ თუ ვერ შევძელით ქვეყანა და ღმერთი დაუფასებს“,- წერს კახა წიქარიშვილი
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის დაიცავი ილიაუნის ლაივ-მარათონში 1 670 938 ლარი და 48 თეთრი შეგროვდა. მარათონი გუშინ დასრულდა.
ის ზუსტად 100 საათის განმავლობაში გაგრძელდა. სტუდენტების ინიციატივას არაერთი კომპანია შეუერთდა. შეგროვებული თანხა სრულად გადაირიცხება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების ფონდში.
















