26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები “მადლობის მარშს” აანონსებენ

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები 7 ივნისს ორ მასშტაბურ საზოგადოებრივ ღონისძიებას აანონსებენ, რომლითაც საზოგადოებას უპრეცედენტო სოლიდარობისთვის მადლობას გადაუხდიან.

მშობლების ორგანიზებით, მიმდინარე კვირას შემდეგი აქტივობები იგეგმება:

11:30 საათი — შეკრება სამების საკათედრო ტაძარში, სადაც დიუშენით დაავადებულ ბავშვებსა და მათ ოჯახებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დალოცავს,

18:00 საათი — რუსთაველის მეტროდან სახელმწიფო კანცელარიამდე გაიმართება „დიუშენის მარში“.

ორგანიზატორების განცხადებით, ეს იქნება მადლობის, ერთიანობისა და გამარჯვების მარში, სადაც კიდევ ერთხელ გადაუხდიან მადლობას სტუდენტებსა და ყველა იმ მოქალაქეს, ვინც მათ გვერდით ქუჩაში იდგა. მსვლელობის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სანახაობრივი ღონისძიებაც.

banner
წინა სტატიაში“სახელმწიფომ მიდგომა შეცვალა, ბიზნესს განვითარების საშუალებას ვაძლევთ” — გურამ დუმბაძე
შემდეგი სტატიადიუშენის სინდრომის მქონე პაციენტები ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მიიღებენ